
გავრცელებული ინფორმაციით, ქობულეთში სანადირო თოფით მოკლული, 45 წლამდე ასაკის მამაკაცი, ადგილობრივი ვალერი ვერულიძეა.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის კოტე ანანიაშვილის ინფორმაციით, დამნაშავე ჯერჯერობით დაკავებული არ არის.
გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულსა და მკვლელს შორის წლების განმავლობაში არსებობდა კონფლიქტი, თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ.
„პოლიციის დანაყოფში შემოსული შეტყობინების თანახმად ადგილი ჰქონდა დაჭრის ფაქტს. დაჭრილი საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. ასევე ოპერატიულ -სამძებრო ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავების მიზნით. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დამატებით დეტალებს ვერ გეტყვით”- განაცხადა კოტე ანანიაშვილმა.
ავტორი: ნაირა ქობულაძე






















