
აჭარაში კორონავირუსის 4 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, რომლებიც ქობულეთის კლასტერიდანაა.
ოთხივე ინფიცირებული ქობულეთიდან არის. მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი და მისი დედაა. ისინი ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს.
კორონავირუსზე 15 საეჭვო შემთხვევაა ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი. მათი განმეორებითი ანალიზის პასუხები დღეს გახდება ცნობილი.
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 306-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ გვერდზეა განთავსებული.
ბოლო მონაცემებით: სულ გამოჯანმრთელებულია 69 ადამიანი
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 15 აპრილიდან, საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი 10 დღით ჩაიკეტა.
- დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.
- საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.
- კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















