20:20 | 2020-11-15 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ქომაგებმა გუნდი სტადიონამდე მიაცილეს (ფოტოები)

ქომაგებმა გუნდი სტადიონამდე მიაცილეს (ფოტოები)

ქომაგებმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სტადიონამდე მიაცილეს. ფოტოებს სოციალურ ქსელში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

 

დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრაში დინამო არენაზე სომხეთის ნაკრებს მასპინძლობს.

 

სომხეთთან შეხვედრას ყვითელი ბარათების გამო მურთაზ დაუშვილი და გიორგი ქვილითაია გამოტოვებენ.

 

დღევანდელი მატჩი დინამო არენაზე მაყურებლის გარეშე ჩატარდება. შეხვედრა საქართველოს დროით 21:00 საათზე დაიწყება.

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X