20:14 | 2021-01-24 ავტორი: Prime Time

ქორწილი არის და სიძე არ ვიცით ვინ არის, პატარძალზე ლაპარაკი ზედმეტია, ასეთი დაპირებებია ვაქცინაზე – გიორგი ფხაკაძე

ქორწილი არის და სიძე არ ვიცით ვინ არის, პატარძალზე ლაპარაკი ზედმეტია, ასეთი დაპირებებია ვაქცინაზე – გიორგი ფხაკაძე

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის შემოტანას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

 

მისი თქმით, კორონავირუსთან და ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები უფრო მეტად გამჭვირვალე უნდა იყოს.

 

ეთანხმებით მე-4 კლასელ გოგოს აბაშიდან, გიორგი ფხაკაძის შეფასებაში? - მედიკოსი სკოლაში დაწერილ თემას აქვეყნებს
2021-01-23ეთანხმებით მე-4 კლასელ გოგოს აბაშიდან, გიორგი ფხაკაძის შეფასებაში? - მედიკოსი სკოლაში დაწერილ თემას აქვეყნებს

 

„ქორწილი არის და სიძე არ ვიცით ვინ არის, პატარძალზე ლაპარაკი ზედმეტია – ასეთი დაპირებებია, რომლებიც ვაქცინაციას ეხება.

 

მე საერთოდ ვფიქრობ, რომ მოსახლეობას არ უნდა ველაპარაკოთ, როგორც პატარა ბავშვს, რომელმაც არაფერი არ იცის. მოსახლეობას გულღიად უნდა ველაპარაკოთ სიმართლე, უნდა იყოს გამჭვირვალობა“, – განაცხადა ფხაკაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

ავტორი: Prime Time

X