
ქორწილის კლასტერი იზრდება. გორის რაიონის 8 მაცხოვრებელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
შიდა ქართლის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ეკა ქორჩაშვილის თქმით, 137 ნიმუში იყო გაგზავნილი, საიდანაც 8 შემთხვევა დადასტურდა და ყველა მათგანი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
მისივე თქმით, აღნიშნული შემთხვევები ქორწილის კლასტერს უკავშირდება.























