
სოფელ შავშვებთან, ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთაგან ერთ-ერთი, 30 წლამდე მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა.
მის მდგომარეობას ექიმები მძიმედ აფასებდნენ.
კლინიკაში რჩება ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ორი მოქალაქე.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს მოხდა. სოფელ შავშვებთან მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და სადრენაჟო არხის ბორდიურს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 18 წლის ბიჭი ადგილზე დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევაში ქორწილის ესკორტის ერთ-ერთი მანქანა მოჰყვა.
ასევე დაგაინტერესებთ:






















