08:58 | 2020-06-16 ავტორი: Prime Time

ჯარის გადავადების სანაცვლოდ ქრთამის აღების ბრალდებით სამხედრო გაწვევის სპეციალისტი დააკავეს

ჯარის გადავადების სანაცვლოდ ქრთამის აღების ბრალდებით სამხედრო გაწვევის სპეციალისტი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, კახეთის რეგიონის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის, სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის სამსახურის უფროსი სპეციალისტი დააკავეს.

 

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ-ერთ წვევამდელს, ჯარში გაწვევის გადავადების სანაცვლოდ, თანხა მოსთხოვა და გამოართვა.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სს კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით

ავტორი: Prime Time

X