16:58 | 2021-07-13 ავტორი: Prime Time

ქუჩაში გადაგვაქვს სტუდიები და ვიქნებით იქ, სანამ პასუხისმგებლობას არ აიღებენ ისინი, ვინც სპეცოპერაცია მოუწყო მედიას” – ინგა გრიგოლია

ქუჩაში გადაგვაქვს სტუდიები და ვიქნებით იქ, სანამ პასუხისმგებლობას არ აიღებენ ისინი, ვინც სპეცოპერაცია მოუწყო მედიას” – ინგა გრიგოლია

ვაჩვენებთ ყველას, რა ძალა აქვს ერთიან და გაბრაზებულ მედიას. ქუჩაში გადაგვაქვს ჩვენი სტუდიები, ვიქნებით იქ, სანამ პასუხისმგებლობას არ აიღებენ ისინი, ვინც სპეცოპერაცია მოუწყო მედიას, – ამის შესახებ ინგა გრიგოლიამ ლექსო ლაშქარავას დაკრძალვის დღეს განაცხადა.

 

 

 

 

„ტვ პირველის“ ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა დაკრძალეს. ლექსო ლაშქარავა კოლეგებმა, მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს.

 

 

 

 

TV პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. ის გარდაცვლილი საკუთარმა დედამ საწოლში ნახა.

 

შეგახსენებთ, 5 ივლისს გამართულ აქციაზე ძალადობრივმი ჯგუფის წევრებმა ლექსო ლაშქარავა სასტიკად სცემეს, რის შემდეგაც ის მძიმე დაზიანებებით კლინიკაში მოხვდა, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

 

“TV პირველის” ოპერატორს გარდაცვალების შემდეგ, მედიის წარმომადგენლები პროტესტის ნიშნად, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, აქციებს მართავენ.

ავტორი: Prime Time

X