15:25 | 2020-05-18 ავტორი: ნინი ტაველიძე

ქუჩაში ნაპოვნი „ლეკვი“ სინამდვილეში მელია აღმოჩნდა

ქუჩაში ნაპოვნი „ლეკვი“  სინამდვილეში მელია აღმოჩნდა

იაპონიაში კაცს, სახელად მარსის ეგონა, რომ მიტოვებული პატარა ცხოველი, რომელიც ქუჩაში იპოვა, ლეკვი იყო. თუმცა, ის მელია აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას Mirror-ი ავრცელებს. 

 

კაცმა მას ლუნა დაარქვა და მისი ფოტოები Twitter-ზე ატვირთა. მარსიმ სოციალურ ქსელში „ლეკვის“ ისტორია გამოაქვეყნა, რათა თუ ვინმემ „ლეკვის“ პატრონის შესახებ იცოდა, გამოხმაურებოდა.

 

მარსის ძალიან ბევრი გამოეხმაურა – ისინი ეჭვობდნენ, რომ პატარა ცხოველი ლეკვი სულაც არ იყო.

 

მოგვიანებით მან ცხოველი ვეტერინართან მიიყვანა და აღმოჩნდა, რომ პატარა ლუნა სინამდვილეში მელია იყო.

 

ამის მიუხედავად, მარსიმ მასზე ზრუნვა გააგრძელა. შემდეგ კი ის ფერმას მიაბარა.

 

ავტორი: ნინი ტაველიძე

X