
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა პრემიერ- მინისტრმა გიორგი გახარიამ და აეროპორტების გაერიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ დაათვალიერეს.
„უკვე დასრულებულია ახალი ტერმინალის მშენებლობის მეორე ეტაპი, რომელიც მოიცავს მშენებლობას, სახურავისა და ღია ტიპის ვერანდის მოწყობას. ამის შემდგომი იქნება სარემონტო სამუშოები და ახალი და ძველი ტერმინალების დაკავშირება. საბოლოო ჯამში, ქუთაისის აეროპორტი 1200 მგზავრს ერთდროულად მიიღებს, რომელიც ოთხჯერ აღემატება იმას, რაც აქამდე იყო“,- განაცხადა თამარ არჩუაძემ.

საქართველოში ცა საერთაშორისო ფრენებისთვის 1 ივნისს იხსნება. მგზავრები კი აეროპორტში პირბადეებით უნდა გამოცხადდნენ.
„ვემზადებით იმისათვის, რომ მოვერგოთ კოვიდით გამოწვეულ მოთხოვნებს. ფრენები ეტაპობრივად მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად გაიხსნება. მგზავრები პირბადეებით უნდა გამოცხადდნენ. თუკი მგზავრს დაუფიქსირდება სიცხე დამატებითი პროცედურის გავლა მოუწევს“,- განცხადა თამარ არჩუაძემ.






















