14:02 | 2020-05-01 ავტორი: თეონა აბესაძე

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან სამი პაციენტი გაწერეს

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან სამი პაციენტი გაწერეს

დღეს ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოდან სამი გამოჯანმთელებული პაციენტი გაწერეს. მათ განმეორებითი ტესტი ჩაუტარდათ კოვიდ-19-ზე და პასუხი კორონავირუსზე უარყოფითი იყო .

 

კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის თქით, კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსის დიაგნოზით 20 პაციენტი მკურნალობს. მისივე განმარტებით, კლინიკას ჰყავს ერთი საეჭვო პაციენტი, რომელმაც საავადმყოფოს თვითდინებით მიმართა.

მამაკაცს ტემპერატურა აღენიშნება.  მას ბიოლოგიურ ნიმუშს დღეს აუღებენ.

 

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს ჯამში 22 გამოჯამრთელებული ჰყავს.

 

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კი სამი დღეა, ცხელებით, პაციენტი არ მიუღიათ, კლინიკას არც კოვიდ დადებითი პაციენტები ჰყავს.

 

საჩხერის სამედიცინო ცენტს 7 გამოჯამრთელებული პაციენტი ჰყავს.

ავტორი: თეონა აბესაძე

X