12:35 | 2020-04-17 ავტორი: Prime Time

ქუთაისის ინფექციურში საეჭვო სიმპტომებით არასრულწლოვანი ბავშვი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურში საეჭვო სიმპტომებით არასრულწლოვანი  ბავშვი შეიყვანეს

ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე საეჭვო სიპტომებით ერთი არასრულწლოვანი ბავშვი შეიყვანეს.

 
მოზარდს კორონავირუსზე ბიოლოგიურ ნიმუშს დღეს აუღებენ, ხოლო მოზარდის დედას დადასტურებული აქვს „კოვიდ 19“, ის ე.წ ფარცხანაყანევის კლასტერს მიეკუთნება.
 
ქუთაისის ახალი ინფექციური საავდმყოფოს 25 პაციენტია მოთავსებული, მატ შორის სამი მცირე წლოვანი, კლინიკის მთავარი ექიმის ცნობით, პაციენტს აღენიშნება პნევმონია.
 
„ოთხ მძიმე პაციენტთან შეინიშნება დადებითი დინამიკა და ისინი უკვე საშუალო სიმძიმის პაციენტებად ფასდებიან“ – განმარტავს თეიმურაზ ნადირაძე.
 
ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში სამ პაციენტს გამოჯამრთელებასთან დაკავშირებით საკონტროლო ტესტს უახლოეს დღეებში გაუკეთებენ.
ავტორი: Prime Time

X