
ქუთაისში, რეფერალურ ჰოსპიტალში გარდაცვლილი 37 წლის მამაკაცის ოჯახი კლინიკას უყურადღებობაში ადანაშაულებს. ისინი კლინიკასთან არიან შეკრებილი და ცხედრის ექსპერტიზაზე გადაყვანის უფლებას ითხოვენ.
მათი თქმით, სურთ დააზუსტონ, რომ გარდაცვლილ დავით შერვაშიძეს ცოფი არ ჰქონდა, რაც ლუგარის ლაბორატორიამ რამდენიმე ანალიზის შედეგად დაადასტურა. ოჯახის ინფორმაციით, მიუხედავად ლუგარის უარყოფითი პასუხისა, პაციენტს კლინიკაში ცოფის დიაგნოზით მიმართულებით უმკურნალეს, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა.
ოჯახი გარდაცვალების მიზეზის დაზუსტებას ითხოვს და არ ეთანხმება ოფიციალურ მიზეზს. კლინიკაში სამართალდამცველები იმყოფებიან. საავადმყოფოში მედიასთან ამ დროისთვის კომენტარი არ კეთდება, მათი თქმით, ექსპერტიზის დასრულებას ელოდებიან.
ასევე დაგაინტერესებთ:
გადაამოწმეთ, გაქვთ თუ არა მწვანე საშვი – იპოვე შენი სახელი კოვიდრეესტრში
ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი ვერ ადგა ლოგინიდან – სააკაშვილის ექიმი
კორონავირუსის შემდგომი გართულებებით ჯერ დედა, 20 დღის შემდეგ კი შვილი გარდაიცვალა
თამარ ივერი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ქალბატონს, რომელმაც შემთხვევით მანქანა გაუკაწრა
რას პროგნოზირებს ასტროლოგი მიხეილ სააკაშვილის უახლოეს მომავალზე – შიმშილობა ცუდ დროს დაიწყო






















