
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ჯავახიშვილის #2 კორპუსის მოსახლეობას, მოადგილე იუზა უგულავასთან და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის – ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელ, ბექა ბარბაქაძესთან ერთად შეხვდა.
ზემოთაღნიშნული კორპუსის მოსახლეობას წყალარინების ქსელის პრობლემა აწუხებთ და მის მოწესრიგებას ითხოვენ.
ქუთაისის მერის განცხადებით, შესაბამისი სამსახურები უკვე ჩაერთნენ პრობლემის მოგვარებაში. უახლოეს დღეებში საკანალიზაციო ქსელი მოწესრიგდება და ადგილობრივებს პრობლემა აღარ ექნებათ.
,,ჯავახიშვილის ქუჩაზე ვიმყოფებოდი იმ პრობლემის ადგილზე გასაცნობად, რომელიც ადგილობრივებს აწუხებთ. დაზიანებულია წყალარინების ქსელი, რაც მიმდებარე ტერიტორიასა და მოსახლეობას სერიოზულ ინფრასტრუქტურულ და ეკოლოგიურ საფრთხეს უქმნის. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ა(ა)იპ ” სპეცსერვისებთან” ერთად ჩაერთო აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში. ძალიან მალე, ჯავახიშვილის #2 კორპუსის მცხოვრებლებს ეს პრობლემა მოუგვარდებათ,” – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
R






















