15:57 | 2021-01-21 ავტორი: Prime Time

ქუთაისის მერი სტარსბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება

ქუთაისის მერი სტარსბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება

„დღეს სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ უმნიშვნელოვანესი და ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო, საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომთან დაკავშირებით,“- განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.

 

მისი თქმით ეს იყო სამართლებრივი დავა რომელიც ქართულმა მხარემ საერთაშორისო დონეზე მოიგო რუსეთთან ,,საქართველომ რუსეთს დავა მოუგო, რაც ნიშნავს რომ ჩვენ მოვიგეთ სამართლებრივი ომი რუსეთთან.ვულოცავ ჩვენს ქვეყანას და თითოეულ მოქალაქეს. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ჩვენ დღეს სამართლებრივი ომი რუსეთთან მოვიგეთ!,”_აცხადებს იოსებ ხახალეიშვილი.

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X