21:14 | 2020-04-05 ავტორი: Prime Time

ქუთაისის მერიის და საკრებულოს თანამდებობის პირები stopcov ფონდში ხელფასის 1/3 -ს გადარიცხავენ

ქუთაისის მერიის და საკრებულოს თანამდებობის პირები stopcov ფონდში ხელფასის 1/3 -ს გადარიცხავენ

ქუთაისის მერიის და საკრებულოს თანამდებობის პირები stopcov ფონდში ხელფასის 1/3 -ს გადარიცხავენ.

 

„ჩვენ, ახლა, ყველა ძალიან დიდ და სერიოზულ გამოცდას ვაბარებთ. მიზანი ყველას ერთი გვაქვს – უნდა გადავრჩეთ! და უნდა გადავრჩეთ ერთად! ვუერთდები „ქართული ოცნების“ მიერ დაწყებულ სოლიდარობის აქციას და მომდევნო სამი თვის მანძილზე კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ჩემი ხელფასის ერთ მესამედს გადავრიცხავ. მინდა გავამხნევო ის ადამიანებს, ვისაც ახლა ყველაზე მეტად სჭირდებათ თანადგომა და ყურადღება და ვუთხრა:- ჩვენ თქვენს გვერდით ვართ,“- აღნიშნულია განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს, StopCoV ფონდში გადარიცხავენ.

 

ავტორი: Prime Time

X