
ქუთაისში ყოველი მეორე თუ არა, მესამე მაინც გეტყვით, რომ ქალაქის ცენტრალურ ადგილზე სასაფლაო იყო მოწყობლი.
მერიის ამჟამინდელი ოთხსართულიანი შენობის მშენებლობა კი, 1943 წელს დაიწყო და ოთხ წელიწადში ექსლუატაციაში შევიდა. როგორც ირკვევა, შენობა არქიტექტორ მიხეილ შავიშვილის მიერ იყო აშენებული.
კომუნიზმის პერიოდში, შენობის ტერიტორიაზე მთავარანგელოზის ეკლესია მდებარეობდა, კომუნისტური წყობის დამყარების შემდეგ კი, ტაძარი დაანგრიეს და მის ადგილზე ადმინისტრაციული შენობა განათავსეს.

ისტორიკოსი ამბობს, რომ კომუნიზმის დროს, ადმინისტრაციული შენობა კომუნისტური პარტიის კომიტეტისა და საქალაქო საბჭოს აღმასკომისგან შედგებოდა.
1991 წელს კი, დღევანდელ მერიის შენობაში ქალაქის პრეფექტურა იყო განთავსებული, 1992 წლის შენობაში ქალაქის მთავარი ადმინისტრაციული ერთეული განთავსდა.
ამ დროისთვის ოთხსართულიან შენობაში, სადაც რამდენიმე ათეული ოთახია, ქალაქის მერია, საკრებულო და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციააა განთავსებული.
ქალაქში ერთ-ერთი დიდი შენობის ისტორია ამით არ დამთავრებულა.
გასულ წელს გახდა ცნობილი, რომ მერიის შენობაში, შესაძლოა, სასტუმრო განთავსდეს, ხოლო სახელისუფლებო უწყებები ქალაქის სხვადასხვა შენობებში გადანაწილდეს.
მერიის ადმინისტრაციული შენობა შენობის შესაძლოა გასხვისდეს. მერიის შენობის შესაძლო გასხვისების შესახებ ინფორმაცია ეტაპობრივად ვრცელდებოდა.
ერთ-ერთი ვერსიით, ადმინისტრაციული ორგანოს გადატანა ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, მთავრობის სახლის ყოფილ შენობაში იგეგმებოდა.
ქუთაისის მერიის ოთხსართულიანი შენობა ქალაქის ბალანსზეა. შენობა ძირითადი და დამატებითი კორპუსებისგან შედგება, სადაც მერიის ააიპებია განთავსებული. შენობის მთლიანი ფართი 3279 კვ.მ-ია.























