14:16 | 2020-04-08 ავტორი: Prime Time

ქუთაისის მერის მოვალეობის შესრულება დავით ერემეიშვილს დაეკისრა

ქუთაისის მერის მოვალეობის შესრულება დავით ერემეიშვილს დაეკისრა

ქუთაისის მერის მოვალეობის შესრულება დავით ერემეიშვილს დაეკისრა. დავით ერემეიშვილი ქუთაის მერის პირველი მერის მოადგილის თანამდებობას 2019 წლის 6 მაისიდან იკავებდა.

1988-1991 წლები – ქ. თბილისის, კ.ნ. ლესელიძის სახელობის სპეციალიზირებული სამხედრო სკოლა, საერთო საჯარისო სპეციალობა;
1991-1992 წლები – ქ. მოსკოვის ბალაშიხის უმაღლესი სამხედრო აკადემია, საერთო საჯარისო ფაკულტეტი;
1992-1995 წლები – ქ. ქუთაისის ჰუმანიტარულ-ეკონომიკურ ინსტიტუტის ეკონომიკური ფაკულტეტი, ტურიზმის ორგანიზაცია და მართვა;
2003-2005 წლები – ქ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობა.
სამუშაო გამოცდილება:
1996-2000 წლები – საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, პირადი დაცვის თანამშრომელი;
2000-2002 წლები – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, საგანგებო ლეგიონი, კონტრაბანდის წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველო, უფროსი ოპერატიული თანამშრომელი;
2002-2003 წლები – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, საგადასახადო ოპერატიული სამსახური, ოპერატიული თანამშრომელი;
2003-2005 წლები – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია, უფროსი ოპერატიული თანამშრომელი;
2007-2015 წლები – ს.ს. „საქართველოს ბანკი“-ის პრობლემური აქტივების და რესტრუქტურიზაციის დეპარტამენტი, პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის მენეჯერი;
2015-2016 წლები –  ს.ს. „საქართველოს ბანკი“-ის პრობლემური აქტივების და რესტრუქტურიზაციის დეპარტამენტი, პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის რეგიონალური მენეჯერი;
01.04.2016-05.05.2019 – შს „მოგო“ პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტი, პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის დასავლეთის განყოფილების უფროსი;
ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.
გიორგი ჭიღვარია ამბობს, რომ მერის პოსტის დატოვებასთან ერთად, პოლიტიკიდანაც მიდის, თუმცა, წასვლის მიზეზებზე არ საუბრობს.
ავტორი: Prime Time

X