18:37 | 2021-11-30 ავტორი: Prime Time

ქუთაისის მერმა EBRD-ის რეგიონულ დირექტორთან შეხვედრა გამართა

ქუთაისის მერმა EBRD-ის რეგიონულ დირექტორთან შეხვედრა გამართა

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონული დირექტორი კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენი მიიღო.

 

შეხვედრას მერის მოადგილე იუზა უგულავა და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი პეტრე ადამაძე ესწრებოდნენ.

 

EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა ქალაქის მერთან ის პირობები განიხილა, რაც ქუთაისს მომავალში „მწვანე ქალაქის“ სტატუსს მიანიჭებს. საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები აპირებენ ამ მხრივ გრანტების სახით კერძო სექტორში დასაქმებულ მცირე და საშუალო ბიზნესს დაეხმარონ.

 

„დღეს განვიხილეთ საკითხების ფართო სპექტრი, რომელზე მუშაობასაც რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გეგმავს. ეს ძალიან კარგი შანსია, მით უფრო მაშინ, როდესაც ბიზნესს კოვიდ პანდემიის პირობებში უდიდესი გამოწვევა აქვს. ჩვენი პარტნიორები მზად არიან გვერდით დაგვიდგნენ რამდენიმე მიმართულებით, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია .“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

სავალდებულო გახდება თუ არა ტრანსპორტში „მწვანე პასპორტი“? – მთავრობა მოქალაქეებს აფრთხილებს

 

რვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით რეგულაციები წესდება – ნახეთ წესები

 

რამდენი ლარის გადახდა მოგიწევთ მართვის მოწმობის ასაღებად

 

„ჩემი ცხოვრება იმედით და სიხარულით სავსე იქნება…“ – თაკოს რჩეული და „ნიჭიერის“ ოქროს ღილაკის მფლობელის ახლი „სიტყვა“ ქართულ პოეზიაში

 

4 თუ 5 წელი ვიცხოვრეთ ერთად, მერე შევთანხმდით, რომ ჩვენი ცხოვრება აღარ იყო საინტერესო და გავშორდით… – ელენე ხოშტარია პირველ ქმარზე

 

8-თვიანი დუმილის შემდეგ კასპში მეუღლის მკვლელობის საქმის ფიგურანტი ალაპარაკდა – ქეთევან ჩხაიძის წერილი ციხიდან

 

ავტორი: Prime Time

X