17:53 | 2020-06-26 ავტორი: Prime Time

ქუთაისის საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტების გაცემის მეოთხე ეტაპი დაიწყო

ქუთაისის საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტების გაცემის მეოთხე ეტაპი დაიწყო

ქუთაისის საბავშვო ბაგა-ბაღებში საკვები პროდუქტების გაცემის მეოთხე ეტაპი დაიწყო. საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მშობლებმა სპეციალური ამანათების გატანა უკვე დაიწყეს.

ამანათში სულ 9 დასახელების პროდუქტია. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე და ა(ა)იპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილი #4-ე და #37 ბაღებში პროდუქტების გაცემის პროცესს დაესწრნენ.

ქუთაისის მერიას, UNFPA-ს და ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა
2020-06-18ქუთაისის მერიას, UNFPA-ს და ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა

„ჩვენ უკვე მეოთხედ ვატარებთ მსგავსი ტიპის აქტივობას. პანდემიის დროს, ამ ფორმით ვეცადეთ ჩვენი საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა ოჯახებს გარკვეულწილად დავხმარებოდით“- განაცხადა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა. სასურსათო ამანათს ქუთაისის ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული 8400 ბავშვის ოჯახი მიიღებს.

ავტორი: Prime Time

X