13:00 | 2021-04-22 ავტორი: Prime Time

ქუთაისს ოფიციალური ვიზიტით ეწვია დიდი ბრიტანეთის ელჩი ეწვია

ქუთაისს ოფიციალური ვიზიტით ეწვია დიდი ბრიტანეთის ელჩი ეწვია

ქუთაისს ოფიციალური ვიზიტით ეწვია დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარკ კლეიტონი. ელჩს ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და მერის მოადგილემ ირაკლი ქარქაშაძემ უმასპინძლეს.

 

შეხვედრაზე ისაუბრეს ქართულ-ბრიტანულ ურთიერთობეზე, ქუთაისისა და ნიუპორტის მრავალწლიან მეგობრობასა და მომავლის გეგმებზე.

 

„დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი გვესტუმრა. ვისაუბრეთ ინგლისის ქალაქ ნიუპორტისა და ქუთაისის მეგობრობის შესახებ. განვიხილეთ მომავალი თანამშრომლობის საკითხები. ელჩი ასევე დაინტერესდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტით. ბრიტანელი დიპლომატი მზადყოფნას გამოთქვამს ჩვენი ქალაქის, ასევე რეგიონის მუზეუმებთან მჭიდრო თანამშრომლობაზე. ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია, თუმცა ის ქუთაისს მანამდეც სტუმრობდა ოჯახთან ერთად.“ – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

 

 

 

ავტორი: Prime Time

X