
ქუთაისში, 32-ე სკოლის 21 პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცას „რუსთავი 2“-თან სკოლის დირექტორის მოადგილე, ნათია ხაზარაძე ადასტურებს.
ინფექცია დადასტურებული აქვს დირექტორს და დირექტორის მოადგილესაც.
პასუხები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
ისინი ამ დროისთვის სკოლაში იმყოფებიან და სასწრაფო დახმარების ჯგუფებს ელოდებიან.






















