
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, ახალგაზრდა კაცს დენმა დაარტყა.
მთვითმხილველების თქმით, მამაკაცი შენობიდან გადმოვარდა, რა დროსაც მაღალი ძაბვის ელექტროგაყვანილობას მიედო.
მიღებული ტრავმის შედეგად პირი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “პრაიმტაიმს“ განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ასევე დაგაინტერესებთ:
სავალდებულო გახდება თუ არა ტრანსპორტში „მწვანე პასპორტი“? – მთავრობა მოქალაქეებს აფრთხილებს
რვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით რეგულაციები წესდება – ნახეთ წესები
რამდენი ლარის გადახდა მოგიწევთ მართვის მოწმობის ასაღებად






















