
ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე, შიდაკვარტალური გზების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაო პროცესი ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს .
დღეს გუგუნავას ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს გავეცანით. ამ უბანში შიდაკვარტალური გზები არასდროს შეკეთებულა და ახლა კეთდება სრულიად ახალი ასფალტის საფარი, სანიაღვრეები, ტროტუარი. მნიშვნელოვანია, რომ ქალაქის გარეუბნებშიც კარგად იყოს განვითარებული საგზაო ნფრასტრუქტურა.“- აცხადებს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი.

გუგუნავას ქუჩაზე მიმდინარე საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის 681000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს შპს „ დაგი პლიუსი“ ასრულებს.























