
ქუთაისში, ხორავას ქუჩაზე საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს ქალაქის მერი იოსებ ხახალეიშვილი გაეცნო.
„ხორავას ქუჩაზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოძრაობაა და მნიშვნელოვანია, რომ აქ მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა გვქონდეს. ამ ქუჩის კეთილმოწყობისთვის 1 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი და ივლისის ბოლოს დასრულდება“, – განაცხადა ხახალეიშვილმა.
ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე კეთდება ასფალტო-ბეტონის საფარი და წესრიგდება ტროტუარები. აქვე, რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალური სტადიონის მიმდებარედ, მოეწყობა საპარკინგე ადგილი.
აღნიშნულ ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ორიენტირი“ ასრულებს.
R






















