12:56 | 2020-11-28 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ქუთაისში 91, 83, 80 და 73 წლის პაციენტებმა კორონავირუსი დაამარცხეს

ქუთაისში 91, 83, 80 და 73 წლის პაციენტებმა კორონავირუსი დაამარცხეს

ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ კორონავირუსი ხანდაზმულმა პაციენტებმა დაამარცხეს.

 

გამოჯანმრთელებულებს შორის არის 91 წლის ქალი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში 22 ნოემბერს, სახლიდან დადასტურებული კოვიდინფექციით შეიყვანეს. პაციენტს ტემპერატურა, საერთო სისუსტე, გვერდების ტკივილი და გულ-მკერდის არეში ტკივილები აღენიშნებოდა. პაციენტმა კლინიკა უკვე დატოვა.

 

„კოშმარი გადარჩენისთვის. ეს არის ფაქტობრივი ეგზეკუცია“ - გივი თარგამაძე კოვიდთან ბრძოლის შესახებ
2020-11-28„კოშმარი გადარჩენისთვის. ეს არის ფაქტობრივი ეგზეკუცია“ - გივი თარგამაძე კოვიდთან ბრძოლის შესახებ

 

სამედიცინო დაწესებულების დასატოვებლად ემზადება ასაკოვანი ცოლ-ქმარი. წყალტუბოს მკვიდრი, 80 და 83 წლის პაციენტები კლინიკაში ორმხრივი პნევმონიით შემოვიდნენ.

 

გამოჯანმრთელებულთა რიგებს შეუერთდა 73 წლის მამაკაცი, რომელსაც ასევე ორმხრივი პნევმონია ჰქონდა. კოვიდცენტრში ამ დროისთვის 90 წელს გადაშორებული 5 პაციენტი მკურნალობს. ჯამში სამედიცინო დაწესებულებაში 125 პაციენტია მოთავსებული, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 450-ს შეადგენს.

 

ავტორი: კესო მოლაშხია

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X