13:15 | 2021-11-16 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ქუთაისში, კოვიდინფიცირებული ორსული მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა

ქუთაისში, კოვიდინფიცირებული ორსული მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა

სკოლის პედაგოგი, 43 წლის ნინო ქუთელია, რომელიც კორონავირუსის გართულებული ფორმით ქუთაისში გადაიყვანეს, დღეს დილით გარდაიცვალა.

 

მას საკეისრო კვეთა რამდენიმე დღის წინ ჩაუტარდა.

 

ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

მე რომ ფილარმონიის წინ ბენზინი გადავისხა და ასანთი დავიჭირო ხელში სახელმწიფომ არ უნდა მომხედოს ? - ნიკოლოზ რაჭველი
2021-11-16მე რომ ფილარმონიის წინ ბენზინი გადავისხა და ასანთი დავიჭირო ხელში სახელმწიფომ არ უნდა მომხედოს ? - ნიკოლოზ რაჭველი

 

„ღმერთო! ეს რა გავიგე, წამოუდგენელია ნინო მას, თქვენი დაკარგვა და არ ყოფნა.სიცოცხლის ბოლომდე გამყვება თქვენი სითბო, სიყვარული და გვერდში დგომა ,არასდროს არ დამავწიყდება, როცა მაგ სკოლის პატივცემულმა დირექტორმა სკოლიდან გამომიშვა თქვენ ერთ-ერთი იყავით ვინც კბილებით მიცავდა, ყოველ დღე მირეკავდა და მეკონტაქტებოდა….ღმერთო რატომ?! ასეთი უსამართლობა?!წარმოუდგენელია, დაუჯერებელი,ნინო მას, უზომოდ მტკივა გული, უფალმა ნათელში ამყოფოს თქვენი სპეტაკი სული და თქვენი პატარა ანდრია დაიფარეთ ზეციდან“, – წერს სკოლის პედაგოგი სოციალურ ქსელში.

 

43 წლის ქალს კორონავირუსი მშობიარობამდე ორი კვირით ადრე შეეყარა და ამიტომ მედიკოსების თქმით, მას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა.

 

აქვე ნახეთ: მომაკვდავი თვალებით გადმომხედა და ბავშვებზე შემეკითხა – ბათუმის ტრაგედიის სულისშემძვრელი ამბავი

 

 

ავტორი: თეა შონია 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X