
შინდისის გმირების სახელის უკვდავსაყოფად, დღეიდან ქუთაისში ერთი ქუჩა მათი სახელის მატარებელი იქნება. მოსკოვის ქუჩას სახელი გადაერქვა და შინდისის გმირების ქუჩა დაერქვა.
შინდისის გმირების ქუჩები გვაქვს თბილისსა და გორში.
2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისთან, გმირმა ქართველმა მებრძოლებმა, სამაგალითო თავგანწირვა აჩვენა მტერს.
რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.

მათი სახელები და გვარები ყველას უნდა გვახსოვდეს: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი,
ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე. აქედან ორნი იყვნენ ნათლია-ნათლული. მათი ისტორია კიდე ცალკე გმირობის მაგალითია.
მათ ხსოვნას მიეძღვნა მხატვრული და დოკუმენტური ფილმები სახელწოდებით “შინდისი”.
იმ ადგილას, სადაც (ძველი რკინიგზის სადგურის შენობა) აგვისტოს ომის ერთ-ერთი მთავარი ბრძოლა მიმდინარეობდა და რამდენიმე მებრძოლი გარდაიცვალა, აშენდება მათი სახელობის მუზეუმი.

ამ ტერიტორიაზე ეკლესია საკუთარი სახსრებით ააგო კახა კალაძემ. ამჟამად ტაძრის მოხატვა მიმდინარეობს. როგორც ვიცით, საკურთხეველი თავიდან ბოლომდე დასრულებულია.






















