
ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგნელმა ნამახვაჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გამართეს.
„ნამახვანჰესი არის საშიში პროექტი და მისი მშენებლობა არის დანაშაული. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გვითხრას რის ფასად გვწირავს, რის ფასად წირავს ათასობით ადამიანის სიცოცხლეს.
ასევე, მოვუწოდებთ ქუთაისელებს შეიგრძნონ ეს საფრთხე და აიმაღლონ ხმა“, – განაცხადა აქციის ორგანიზატორმა ხვიჩა ვაშაყმაძემ.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მოუწოდებენ შეაჩერონ ჰესის მშენებლობა.
რიონის ხეობაში 433 მეგავატი სიმძლავრის ჰესს კომპანია „ქლინ ენერჯი გრუპი“ აშენებს.
ნამახვანი ჰესის მშენებლობის ნებართვა კომპანიამ 2015 წელს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვების შედეგად მოიპოვა.
პროექტის მიხედვით, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიეტეტში, მდინარე რიონზე მშენებარე ნამახვანისა და ტვიშის ჰესები წლიურად 1,514 გეგა ვატ.სთ ენერგიას გამოიმუშავებენ, ხოლო ჰესებზე დადგმული სიმძლავრე ჯამურად 433 მეგა ვატს შეადგენს.

პროექტი 750 მილიონი დოლარის ღირებულებისაა. ინვესტიციის სანაცვლოდ, კომპანია ჰესის ამოქმედების შემდეგ, ბიუჯეტში წლიურად 20 მილიონ ლარის შეტანის პირობას დებს. კომპანიის ინფორმაციით, მშენებლობაზე, რომელიც სამ წელზე მეტ ხანს გაგრძელდება, 3000-მდე ადამიანი დასაქმდება.
„თემთა ერთობის“ წევრები ამბობენ, რომ კომპანიას არ აქვს გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) განახლებული გეგმა. გაერთიანების წევრების თქმით, კომპანია ვერ პასუხობს მათ კითხვებს დაგეგმილი მშელებლობა შეუქმნის თუ არა წყალტუბოს წყალს საფრთხეს.























