20:07 | 2020-05-12 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ქუთაისში, ქალს მაღაზიის რიგში დგომის დროს ფასადის ფილა დაეცა

ქუთაისში, ქალს მაღაზიის რიგში დგომის დროს ფასადის ფილა დაეცა

ქუთაისში, ქალს რიგში დგომის დროს ფილა დაეცა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

 

ადგილობრივების თქმით, ქალს ფასადის ფილა მაშინ დაეცა როცა ერთ-ერთი მაღაზიის რიგში იდგა.

 

ამ დროისთვის დაზარალებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის ინტერვენციულ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X