
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – ამის შესახებ ინფორმაციას “ინფო იმერეთი” ავრცელებს.
“ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
“მერსედესის” მარკის ავტომობილი ელექტროგადამცემ ბოძს დაჯახა, რის შემდეგაც დატრიალდა და BMW-ს მარკის ავტომანქანას შეეჯახა.
შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მუშაობენ.” – წერს გამოცემა.






















