15:54 | 2020-03-03 ავტორი: Prime Time

ქუთაისში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო

ქუთაისში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო

ქუთაისში აქტიურად დაიწყო საგაზაფხულო სამუშაოები. ქალაქში 1500 ძირი ვარდი ირგვება. აქედან 1000 ძირი რუსთაველის გამზირზე, 500 კი სხვადასხვა უბნებში.

 

დეკორატიული ხე-მცენარეების დარგვა უკვე დაიწყო და დაირგო 80 ძირი კიპაროსი, 10 ნეკერჩხალი, 80 ტუია. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ქალაქ სერვისი“ აწარმოებს. ქალაქში გამწვანების სამუშაოები აქტიურად გაგრძელდება.

ავტორი: Prime Time

X