
ქუთაისში ინფიცირებული 62 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა და რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში ცხელების ცენტრიდან გადაიყვანეს სასწრაფოს ექიმის დედაა.
მომხდარის გამო ქუთაისში სასწრაფო დახმარების ჯგუფი თვითიზოლაციაში გადავიდა.
ქუთაისის სასწრაფო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის, მაია რუხაძის ინფორმაციით, ექიმს ამ დრომდე არავითარი სიმპტომი აღენიშნება.
ქუთაისში ეს უკვე სასწრაფოს მეორე ბრიგადაა, რომელიც იზოლაციაში იმყოფება. მედიკოსების ის ჯგუფი, რომელმაც 67 წლის მამაკაცი ე.წ. ცხელების ცენტრში გადაიყვანა და რამდენიმე დღეში Covid-19 დაუდასტურდა, ასევე თვითიზოლაციაშია.
- ბოლო მონაცემებით გამოჯანმრთელებულია 36 ადამიანი
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















