
ქვეყანა კორონავირუსის სრულმასშტაბიანი გავრცელების ეტაპზე გადავიდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
„გვაქვს პირველი შემთხვევა, როდესაც ერთი დღის განამვლობაში გვყავს 30 ადამიანი.
დღეის მდგომარეოობით კვლევა მიმდინარეობს 500 ადამიანზე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში სრულმასშტაბიანი შიდაგავრცელების ეტაპზე გადავედით.
მიუხედავად იმაისა, რომ მადლობა უნდა ვუთხრათ ეპიდემიოლოგებს, მეცნიერებს და ექიმებს, ზუსატდ ვერავინ გვეუბნება როდის იქნება კრიზისის გავრცლების პიკი“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 296 ადამიანია ინფიცირებული, მათგან 69 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.
ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო რეჟიმი. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამოქმედდა კომენდანტის საათი.
დაიხაურა ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.
აკრძალულია ერთ სივრცეში 3-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, გარდა აფთიაქებისა.
საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.
აკრძალვები შეეხო ეკლესიასაც. რის გამოც საქართველოს პატრიარქმა განაჩინა, რომ წირვა-ლოცვა ჩატარდეს ღია ცის ქვეშ.
ასევე, იკრძალება ავტომობილით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილება.
ქვეყანაში საგანგებო რეჟიმის გამოცხადების ფარგლებში, ქორწილებისა და ქელეხების გადახდა აიკრძალა
საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში სპეცრეისებით ჩამოჰყავთ. ისინი 14-დღიანი საკარანტინო პერიოდს სპეციალურ სივრცეებში გადიან.
კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.






















