
ქვეყანამ ჯერ 2012 წელს გადადგა წინ უდიდესი ნაბიჯი, როდესაც „ნაც.მოძრაობა“ გაისტუმრა ხელისუფლებიდან და კიდევ უფრო წარემატება 2020 წელს თუ ოპოზიციიდანაც გაისტუმრებს მათ! – ამის შესახებ საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ვატო შაქარაშვილი აცხადებს.
„ახალი ოპოზიცია – კარგია რომ ხელისუფლების წარმომადგენელმა დღეს ეს ფრაზა გააჟღერა, იმედია გააზრებულად.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყანაში ცვლილებები ოპოზიციის შეცვლით უნდა დაიწყოს.
ქვეყანამ ჯერ 2012 წელს გადადგა წინ უდიდესი ნაბიჯი, როდესაც „ნაც.მოძრაობა“ გაისტუმრა ხელისუფლებიდან და კიდევ უფრო წარემატება 2020 წელს თუ ოპოზიციიდანაც გაისტუმრებს მათ!
მართალია ეს „ქართული ოცნების“ ინტერესებში არ შედის, რადგან სიზმარშიც ვერ იოცნებებს რომელიმე მმართველი ძალა ისეთ ოპონენტზე როგორიც დღეს ჩვენს ხელისუფლებას ყავს.
ამასთან, გაირკვა რომ არც მორალური შეუთავსებლობა აქვთ და გასაგებია „ნაც.მოძრაობისგან“ გათავისუფლება მათი სურვილი რომ არ არის, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია ეს არის ხალხის არჩევანი და ამას გააკეთებს ისევ და ისევ მისი აღმატებულება ქართული საზოგადოება.
ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი დღის პოლიტიკური შეჯამებიდან, ვიდრე ის თამაშები რომელიც დაპირების შეუსრულებლობით დაიწყო და ნაძალადევი აღფრთოვანებით დასრულდა“, – ამბობს შაქარაშვილი.























