18:07 | 2021-07-28 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ქვეყანაში ეპიდემიის ცეცხლი ანთია – გამყრელიძე

ქვეყანაში ეპიდემიის ცეცხლი ანთია – გამყრელიძე

„ქვეყანაში ეპიდემიის ცეცხლი ანთია, ავიცრათ და დავიცვათ რეკომენდაციები“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ეპიდვითარება საკმაოდ რთულია, 26 ივნისის შემდეგ ვითარება თანდათან, ნელი ტემპით უარესდებოდა და უარესდება ეპიდსიტუაცია.

 

„მე დღეს ოლიმპიური ჩემპიონი გავხდი და ეს მისი დამსახურებაა“ - ლაშა ბექაურის პირველ კომენტარი
2021-07-28„მე დღეს ოლიმპიური ჩემპიონი გავხდი და ეს მისი დამსახურებაა“ - ლაშა ბექაურის პირველ კომენტარი

„გუშინ და დღეს გარკვეულწილად პიკში ვართ. ერთადერთი, რაც შეინიშნება, ზრდის ტემპი თითქოს შემცირებისკენ არის, თუმცა არ ვიცით, რა იქნება. ზრდა ნელი ტემპით ალბათ გვექნება. ყველანაირი გათვლებით შევდივართ პიკში და ეს პიკი გაგრძელდება 10 დღის განმავლობაში, ხოლო მერე დაიწყებს დაღმასვლას, ოღონდ ნელი ტემპით. ამ ეპიდვითარების გაუარესების სამი გზა არსებობს, თუმცა ერთი, „ლოქდაუნი“კატეგორიულად გამორიცხულია, ხოლო დანარჩენი ორი გზა არის, მეტი აცრა და რეგულაციების დაცვა.

მოსახლეობა ვაქცინირების დროს აქტიურობს, რისთვისაც მადლობას ვუხდით, თუმცა მეტია საჭირო. წინასწარი ინფორმაციით, დღეს 16 ათასი აცრა იყო ჩანიშნული, რაც ძალიან კარგია, თუმცა მიზნობრივ მაჩვენებელს უნდა მივუახლოვდეთ.

 

ქვეყანაში ეპიდემიის ცეცხლი ანთია და ყველამ თავი უნდა შევიკავოთ იმ ბუსტერებისგან, რაც ეპიდსიტუაციის გავრცელებისას მთავარია და ეს არის დიდი სუფრები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

დატოვებს თუ არა პარლამენტს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე
2021-07-28დატოვებს თუ არა პარლამენტს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე
  
ეკატერინე ტიკარაძე: მინისტრი რომ ანტივაქსერი იყოს, ქვეყნის მოსახლეობას არ ექნებოდა ხელმისაწვდომი 4 ყველაზე მაღალი ხარისხის ვაქცინა
2021-07-28ეკატერინე ტიკარაძე: მინისტრი რომ ანტივაქსერი იყოს, ქვეყნის მოსახლეობას არ ექნებოდა ხელმისაწვდომი 4 ყველაზე მაღალი ხარისხის ვაქცინა

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X