
ეპიდსიტუაცია, როგორც მსოფლიოში, ევროპაში ისე ჩვენთან, თანდათან მეტად რთულდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ მესამე ტალღა ჩვენთანაც დაიწყო. ყოველდღიური ახალი შემთხვევების რიცხვი გადათვლილი 100 000 მოსახლეზე, რასაც ჩვენ ინციდენტობას ვეძახით გაზრდილია. თუ ეს ორი კვირის წინ, 9-10 ფარგლებში გვქონდა დღეს უკვე 16-17-ის ფარგლებშია,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.






















