00:15 | 2021-05-05 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ქვეყანაში ერთადერთი რეალური, მოკლევადიან პერსპექტივაში, ვაქცინაცია დამოკიდებული არის მარტო ჩინურ ვაქცინებზე – ბიძინა კულუმბეგოვი

ქვეყანაში ერთადერთი რეალური, მოკლევადიან პერსპექტივაში, ვაქცინაცია დამოკიდებული არის მარტო ჩინურ ვაქცინებზე – ბიძინა კულუმბეგოვი

„ქვეყანაში ერთადერთი რეალური, მოკლევადიან პერსპექტივაში, ვაქცინაცია დამოკიდებული არის მარტო ჩინურ ვაქცინებზე“ – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.

 

„მე ვისურვებდი, რომ ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს შესაძლებლობა დასახელებული 3 მილიონ 400 ათასი დოზა ვაქცინის გააკეთოს იმ სტანდარტის ვაქცინებით, რომელიც არის დასავლეთ ევროპაში და აშშ-ში.

 

ეს არის ჩემი ოცნება, სურვილი, რომელსაც რა უფრო სიღრმისეულად შევხედე პროცესს მივხვდი, რომ ასრულება დროის მოკლე პერიოდში არ უწერია.

 

როდესაც სიტუაცია დადგა ესე, რომ ქვეყანა არის რა საკვირველი იმ საფრთხის წინაშე, რასაც ჰქვია ვაქცინებისადმი ხელმისაწვდმობის არ არსებობა.

 

მე შევხედე, რომ ქვეყანაში ერთადერთი რეალური მოკლევადიან პერსპექტივაში ვაქცინაცია მარტო დამოკიდებული ახლა არის ჩინური წარმოების ვაქცინებზე.

 

უბრალოდ მეტი შესაძლებლობა, მე სიღრმისეულად ვერ ჩავყვები რატომ მეტი არ ვიშრომეთ და რატომ არ მოვიპოვეთ „ფაიზერი“, „მოდერნა“ და ა.შ. კითხვები არსებობს, მაგრამ არაფერს არ გვაძლევს ახლა ეს კითხვები“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X