
პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას თქმით, ცალკე აღებულ ქვეყანას ვირუსი დამარცხება არ შეუძლია, რადგან იგი გლობალური გამოწვევაა. ამის შესახებ მან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში ბოლო ორი დღის განმავლობაში ორი ახალი კლასტერი გაჩნდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ წესების დაცვა აუცილებელია.
„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვირუსი ჩვენ არ დაგვიმარცხებია. საერთოდ შეუძლებელია ცალკე აღებულ ქვეყანაში ვირუსის დამარცხება. ეს არის გლობალური პანდემია. მასთან გამარჯვება უნდა იზეიმოს მსოფლიომ ერთად.
ბოლო ორი დღის განმავლობაში ქვეყანაში გაჩნდა ორი ახალი კლასტერი, ერთი თბილისში და მეორე მარნეულში, სოფელ მარეთში. ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ამოცანა არის ვირუსის გავრცელების ეფექტური კონტროლი. ამიტომ თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა არის წესების დაცვა“,- აღნიშნა გახარიამ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 794 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გმაოჯანრმთელებულია 624.
კარანტინის რეჟიმშია 2494 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 301- პირი.
საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.























