15:55 | 2020-04-21 ავტორი: თათია ცუკოშვილი

ქვეყანაში ინფიცირებულების სანდო სტატისტიკა არ გვაქვს, აღარც პიკი დადგა – სერგო ჩიხლაძე

ქვეყანაში ინფიცირებულების სანდო სტატისტიკა არ გვაქვს, აღარც პიკი დადგა – სერგო ჩიხლაძე

საჭიროა ჩვენ გვქონდეს რეალისტური და სანდო მოცემულობა, სანდო სტატისტიკა, რომელიც ჯერ არ გვაქვს, – ამის შესახებ ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტიმა, მედიცინის დოქტორმა სერგო ჩიხლაძემ „დღის კურერში“ საუბრისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, სტატისტიკაზე 5 000 თუ 7 000 ჩატარებული ტესტით ვერ ვიმსჯელებთ.

 

„საჭიროა ჩვენ გვქონდეს რეალისტური და სანდო მოცემულობა, სანდო სტატისტიკა, რომელიც ჯერ არ გვაქვს. რეალურად, რამდენი ინფიცირებული გვყავს. რაც არის გასაგებია, რომ არის დადასტურებული შემთხვევები, მაგრამ რეალურად ქვეყანაში, რამდენი შემთხვევაა, რამდენია უსიმპტომო მატარებლობა. იმ 5 000 თუ 7 000 ჩატარებული ტესტით ვერ ვიმსჯელებთ. ჩვენ არ გვაქვს რეალისტური ციფრები.

 

მრუდასაც რომ შევხედოთ, საოცარი მრუდი გვავქს. აღარც პიკი დადგა, ხან არის ხუთი გამოვლენა, ხან 12, ერთი შემთხვევა იყო რომ 60-მდე ავარდა. სხვა ქვეყნები 5-ზე და 10-ზე კი არა ასეულ შემთხვევაზე ამბობენ, რომ წამოვიდა დაბლა და ვიწყებთ გამოსვლას.

 

ჩვენ შემთხვევაში ორი ვარიანტია: თუ არის პატარა გავრცელება საერთოდ გაუგებარია, ეს ამდენი ჩაკეტვა და შეზღუდვა.

 

მეორე ვარიანტია, რომ ეს არ არის რეალისტური სურათი და ჩვენ გვჭირდება დიაგნოსტიკი სწრაფი გაფართვება,” – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

 

ამ დროისთვის საქართველოში 408 ადამიანი ინფიცირებული.

 

მათ შორის გამოჯანმრთელდა 95 ადამიანი.

 

გარდაცვლილია 4 მოქალაქე 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X