
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 831 პაციენტი მკურნალობს – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
„ჩვენს ცენტრში 23 პაციენტი იყო, გაეწერა ერთი და დაგვემატა 6, ამ ეტაპზე გვყავს 28 დადასტურებული შემთხვევა, ერთი კრიტიკულად მძიმეა.
ქვეყანაში, კრიტიკულად მძიმე 4 პაციენტია, ხოლო 25 მძიმე,“- განაცხადა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 152 შემთხვევა დაფიქსირდა.























