
საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტი აიკრძალა, მათ შორის მატარებლით მგზავრების გადაყვანა. ამის შესახებ პრემიერ-მინსიტირს მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება 24 საათზე ამოქმედდება.
„ქვეყანა უკვე გადავიდა შეიდაგავრცლეების ეტპზე. მაქსიმალურად უნდა შევაჩეროთ შიდაგადაცემის სისწრაფე. ამიტომ ვზღუდავთ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, მათ შორის მატარებლით მგზავრობას. ეს გადაწყვეტილება 24 საათზე ამოქმედდება“,- გაანცხადა ჩიქოვანმა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა და მუნიციპალიტეტები ჩაიკეტა.
23 მარტის მდგომარეობით, საქართველოში ინფიცირებულია 54 ადამიანი.
ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზების პასუხით, განკურნებულია 8 პაციენტი.
21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
კორონავირუსისდასადგენი სწრაფი ტესტები საქართველოში ამ კვირაში იქნება
რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.
პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში






















