19:58 | 2021-02-04 ავტორი: Prime Time

„ქვევრის“ დამფუძნებელი: შეხვედრაზე თანახმა რომ ხართ რეგულაციების ეტაპობრივ შემსუბუქებაზე, ჟურნალისტებს რომ ხედავთ, მერე რა გემართებათ?

„ქვევრის“ დამფუძნებელი: შეხვედრაზე თანახმა რომ ხართ რეგულაციების ეტაპობრივ შემსუბუქებაზე, ჟურნალისტებს რომ ხედავთ, მერე რა გემართებათ?

რესტორან „ქვევრის“ დამფუძნებელი ლაშა ბასლანძე მთავრობის მიერ დღეს გამოცხადებულ შეზღუდვების შემსუბუქებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და იმ პირებს მიმართავს, რომლებიც მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მხარს უჭერდნენ. თუმცა დღეს აპროტესტებენ.

 

„ეს ხალხი გადამრევს. შეხვედრაზე რომ ხარ და ყველაფერი ასე თუ ისე კარგად არის… ლაპარაკობ თანამშრომლობაზე და ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, თანახმა ხარ. ეტაპობრივად მოხდეს რეგულაციების შემსუბუქება და მზად ხარ.

 

ამისთვის ყოველ კვირეული სამუშაო შეხვედრები მოეწყოს… რომ გამოდიხართ და ჟურნალისტებს ხედავთ. მერე რა გემართებათ? ვინმე გაშინებთ. თუ გავალდებულებთ ამ დანევროზებული ხალხის კიდევ დანევროზებასრესტორატორობები ხართ, მეგობრებო და არა პოლიტიკოსები.

 

მე არ ვიცი, ვის რისი ამბიცია აქვს სამომავლოდ, მაგრამ ახლა, ამ მოცემულობაში მაგ ამბიციის მოკვლა მოგიწევთ. მთავარია, ვიხსნებით და დაიძრა უკეთესობისკენ ყველაფერი.

 

ძალიან მარტივია მთავრობის, ეპიდემიოლოგების ტაქტიკისა და პოლიტიკის გამოცნობა… მთავარია, ნება გქონდეს იმის, რომ გაიგო. დატოვეთ რაღაცა წმინდა და ნუ ჩარევთ რესტორნებს პოლიტიკაში“, – წერს ლაშა ბასლანძე.

ავტორი: Prime Time

X