22:56 | 2021-12-21 ავტორი: Prime Time

რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი რამაზ გერლიანის გაუჩინარების საქმეზე

რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი რამაზ გერლიანის გაუჩინარების საქმეზე

დააკმაყოფილებს თუ არა პროკურატურა რამაზ გერლიანის ადვოკატების და ოჯახის მოთხოვნას, საქმის გადაბარების თაობაზე, ჯერჯერობით, უცნობია.

 

ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე აცხადებს, რომ პროკურატურის მხრიდან გამოძიების ბევრად ეფექტურად წარმართვის იმედი აქვს.

28 წლის კაცმა არასრულწლოვნის მშობლებს შვილის სექსუალური ხასიათის ფოტო და ვიდეო მასალა გაუგზავნა
2021-12-2128 წლის კაცმა არასრულწლოვნის მშობლებს შვილის სექსუალური ხასიათის ფოტო და ვიდეო მასალა გაუგზავნა

„მივმართეთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას, დაიქვემდებაროს აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე და მათი მხრიდან მოხდეს გამოძიება რამაზ გერლიანის გაუჩინარებასთან დაკავშირებით. ის, რომ არსებობს გარკვეული კითხვები, ამასთან დაკავშირებით უკვე ვისაუბრე და აღარ განვმეორდები. მოხდება საქმის გადმოგზავნა და გენერალური პროკურატურის მიერ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება. მაქვს პროკურატურის იმედი, რომ ბევრად უფრო ხარისხიანად და ეფექტურად მოხდება ამ საქმის გამოძიება,”- აცხადებს ადვოკატი.

 

ამასთან, საქმეში ახალი დეტალები იკვეთება – ირკვევა, რომ დასახელებულ პირს, გიორგი გოგნიაშვილს ავჭალის პოლიციასთან კავშირი არ აქვს. გიორგი გოგნიაშვილი უკვე მესამე დღეა არც კამერებთან ჩნდება და არც ბრალდებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.

 

„კურიერი” დღეს მის საცხოვრებელ სახლშიც იმყოფებოდა, თუმცა კარი არავინ გააღო. მეზობლები ამბობენ, რომ პირი ნამდვილად პოლიციის თანამშრომელია, თუმცა, ავჭალის პოლიციასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ავტორი: Prime Time

X