10:29 | 2021-03-18 ავტორი: Prime Time

რა არ უნდა გამოგრჩეს 18 მარტს

რა არ უნდა გამოგრჩეს 18 მარტს

კრისტიან დანიელსონის მედიაციით მორიგი მოლაპარაკებები დღეს განახლდება. მანამდე კი მხარეები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ექვსპუნქტიან ჩარჩო დოკუმენტზე რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდნენ.

 

საკითხების ნაწილი უკვე განხილულია. ოპოზიციის თქმით, აუცილებელია შეთანხმება მოხდეს ყველა საკითხზე მათ შორის ვადამდელ არჩევნებზე და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ შეთანხმების ტექსტი უკვე იღებს ისეთ სახეს, რომელიც უფრო სამართლიანად გამოხატავს პოზიციებს ყველა საკითხზე. თუმცა მან გუშინაც გაიმეორა, რომ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას მმართველი გუნდი ისევ უსაფუძვლოდ მიიჩნევს.

 

მოლაპარაკებების შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემაც აღნიშნა, რომ „პროცესი სწორი მიმართულებით წავიდა”.

 

„მთავარია, ოპოზიციამ საბაბის მოძებნა არ დაიწყოს იმისთვის, რომ ჩაშალოს მოლაპარაკებები“, – თქვა კობახიძემ.

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრება. მაგრამ არა კამერების წინ.

 

ევროპარლამენტის პრეზიდენტის, დევიდ სასოლის ინიციატივით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად, ევროპარლამენტი სპეციალური ჯგუფს შექმნის. არსებული ინფორმაციით, ჯგუფი საქართველოს საკითხზე მომუშავე ევროდეპუტატებით დაკომპლექტდება.

 

ცნობილია, რომ დეპუტატები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მისიის მუშაობას დააკვირდებიან.

 

18 მარტს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება, დროგამოშვებით წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი.

ავტორი: Prime Time

X