09:41 | 2021-03-30 ავტორი: Prime Time

რა არ უნდა გამოგრჩეს 30 მარტს

რა არ უნდა გამოგრჩეს 30 მარტს

დღეს გაირკვევა რა დოკუმენტს სთავაზობს ევროკავშირი საქართველოში დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებს

 

„თუ შეთანხმება შედგება, არ იქნებიან გამარჯვებულები და დამარცხებულები. იქნებიან მხოლოდ გამარჯვებულები. პირველ რიგში, ერთი მთავარი გამარჯვებული – საქართველოს ხალხი“, – განაცხადა კრისტიან დანიელსონმა 29 მარტს, ღამით გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელსაც წინ უძღოდა მისი შეხვედრები პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

 

რუსუდან კერვალიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღეს დატოვებს. “ცენტრ პოინტის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა საპატიმროში 4 წლიანი სასჯელი მოიხადა.

 

რუსუდან კერვალიშვილს ამხანაგობა “თაბუკაშვილი 88-ის” ეპიზოდზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა 2017 წელს მიესაჯა.

 

მას პატიმრობის ვადა მიმდინარე წლის 31 მარტს უმთავრდება და პატიმრობის კოდექსის 38-ე მუხლის შესაბამისად, საპყრობილეს წინა დღეს, ანუ 30 მარტს ტოვებს.

 

 

დღეიდან საქართველოში იწყება ვაქცინაცია ამერიკულ-გერმანული Pfizer/BioNtech-ის ვაქცინით, რომლის ეფექტიანობა 95%-ია.

 

საქართველომ კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო ამ ვაქცინის 29 500 დოზა 25 მარტს მიიღო. იმავე დღეს დაიწყო ასაცრელად 65 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეების რეგისტრაცია. პირველი ორი კვირის ჯავშნები საკმაოდ სწრაფად შეივსო. Pfizer-ის ვაქცინით ასაცრელად 10 ათასამდე მოქალაქე დარეგისტრირდა.

 

ავტორი: Prime Time

X