
„ქართული ოცნება“ მზად არის უბარიერო საარჩევნო სისტემა განიხილოს 2024 წლის არჩევნებისთვის.
11 თებერვალს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.
შესაძლებელია ვაქცინაციის პროცესში ბავშვებიც ჩაერთონ.
ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს.
11 წლის გოგონას შესაძლო ნიშნობასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო.
კომენდატის საათი შესაძლოა, შეიცვალოს. გიორგი გახარიასთან აუდიენციის შემდეგ მსხვილი ბიზნეს-ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მომდევნო ორ კვირაში არსებული შეზღუდვები, შესაძლოა კიდევ შემსუბუქდეს.
მათი თქმით, პრემიერთან განიხილეს დაწესებული შეზღუდვები და მისგან მომდინარე რისკები. შეხვედრაზე გაჟღერდა ინიციატივა, კომენდატის საათის ცვლილებასთან დაკავშირებით.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 თებერვლამდე სითბოს ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს.






















