10:13 | 2020-12-01 ავტორი: Prime Time

რა არ უნდა გამოგრჩეთ პირველ დეკემბერს

რა არ უნდა გამოგრჩეთ პირველ დეკემბერს

საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს „კომენდანტის საათის“ ამოქმედების შესახებ აფრთხილებს.

 

თურქული მხარის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 21:00-დან 05:00 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას კი, პარასკევის 21:00-დან ორშაბათის 05:00 საათამდე.

 

აღნიშნული რეგულაცია ძალაში შედის 1 დეკემბერს, 21:00 საათიდან! ზემოაღნიშნული წესის დამრღვევი პირი დაჯარიმდება!“

 

დააკავეს მამაკაცი, რომელიც შვილებს თანხის შეგროვებას ძალადობრივი მეთოდებით აიძულებდა.

 

ყვე­ლა მა­ღა­ზი­ას, რო­მე­ლიც უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით არ და­ხუ­რუ­ლა, უფ­ლე­ბა აქვს გა­ყი­დოს ნე­ბის­მი­ე­რი ნივ­თი, რო­მე­ლიც დახლზე უდევს. ინ­ფორ­მა­ცი­ას მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პრეს­სამ­სა­ხურ­ში ადას­ტუ­რე­ბენ.

 

კაცმა, რომელიც პოლიციას “დაჩეხვით და თავის გაჩეჩქვითემუქრებოდა, ახალი ვიდეო გაავრცელა.

 

ხორავას ქუჩის ტრაგედიიდან სამი წელი გავიდა. თბილისის ცენტრში 51-ე სკოლიდან გამოსული ორი მოსწავლე თანატოლებმა ჯგუფური ჩხუბის დროს მოკლეს.

ავტორი: Prime Time

X