
დიეტოლოგი ინა კონონენკო ასახელებს იმ საკვებ პროდუქტებს, რომლებსაც შეუძლია ზიანი მიაყენოს ჯანმრთელობას, თუ მას საუზმეზე მივირთმევთ.
სპეციალისტის რეკომენდაციით, უპირველეს ყოვლისა დილის რაციონიდან უნდა ამოვიღოთ მოხარშული მარცვლეული, რადგან ის მკვეთრად ზრდის სისხლში შაქრის დონეს და ინსულინის პროვოცირებას ახდენს.
„არაჯანსაღი საუზმის“ ჩამონათვალში ასევე შედის სენდვიჩი, მუსლი და ბურღულეული რძით და ტოსტი მურაბით.
დიეტოლოგი თავისი რეკომენდაციებით ამსხვრევს მითებს ხილის წვენსა და სმუზზე. მისი თქმით, ისინი უამრავ შაქარს შეიცავს.
„ერთის მხრივ, ეს არის გლუკოზა, ხოლო მეორეს მხრივ, ფრუქტოზა. ყველა ფრუქტოზა სწრაფად გადადის ღვიძლში, სადაც ის ცხიმად იქცევა. ამის შედეგად ვიღებთ მომატებულ წონას“, – აღნიშნავს დიეტოლოგი























