14:44 | 2021-08-12 ავტორი: Prime Time

რა არის ამჟამად საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა- NDI-ს კვლევა

რა არის ამჟამად საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა- NDI-ს კვლევა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, კითხვაზე, რა არის ამჟამად საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა, გამოკითხულთა 59 პროცენტი მიიჩნევს, რომ უმუშევრობა.

 

გამოკითხულთა 42 პროცენტი ეკონომიკის ყველაზე დიდი პრობლემად ფასების ზრდასა და ინფლაციას ასახელებს. 19 პროცენტისთვის ყველაზე დიდი პრობლემა სიღარიბეა. ლარის გაუფასურებას ასახელებს 17 პროცენტი, 16 პროცენტისთვის კი, პრობლემა დაბალი ხელფასებია. გამოკითხულთა 12 პროცენტი ეკონომიკის ყველაზე დიდი პრობლემად მაღალ გადასახადებს ასახელებს. 10 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ პრობლემას წარმოადგენს კორონავირუსი.

მასშტაბური სპეცოპერაცია - დაკავებულია 20 ნარკორეალიზატორი
2021-08-12მასშტაბური სპეცოპერაცია - დაკავებულია 20 ნარკორეალიზატორი

 

მოსახლეობის 68% მიიჩნევს, რომ პანდემიის პერიოდში მათი ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა.

 

„კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან ერთი წლის თავზე, ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობა და კორონავირუსის გავლენა მოქალაქეებისთვის კვლავ მთავარ პრობლემებად რჩება. მოსახლეობა მათთვის და მათი ოჯახებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებად სამუშაო ადგილებს, სიღარიბესა და ფასების ზრდას/ინფლაციას ასახელებს, რაც პანდემიის ფონზე კიდევ უფრო გაუარესდა. უმრავლესობა (68 პროცენტი) ამბობს, რომ პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, ნაკლები რაოდენობის პროდუქტის, სურსათისა და სერვისის შეძენის ფინანსური საშუალება აქვს. გარდა ამისა, მოსახლეობის თითქმის მეოთხედი ამბობს, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ მათ ან სამსახური დაკარგეს (8 პროცენტი) ან შემოსავალი/ხელფასი შეუმცირდათ (13 პროცენტი). მოსახლეობის ყველაზე დიდი ჯგუფი ამბობს, რომ კვლავ უმუშევარია“,– აღნიშნულია კვლევაში.

 

NDI-ს კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. საველე სამუშაოების პერიოდი 13-25 ივლისია, რა დროსაც ჩატარდა 2 016 დასრულებული ინტერვიუ (23% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3%. ამასთან, ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. NDI-ში ამბობენ, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება შესაძლოა ცდომილებაზე აისახოს.

 

ნახეთ კვლევის სხვა შედეგები ⇓

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X